eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მისანიჭებლად. კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.      პირადობის მოწმობის ასლი;

2.      სტუდენტის სასწავლო ბარათი;

3.      პროფესორის  რეკომენდაცია;

4.      სამეცნიერო ნაშრომი, ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

5.      სიგელები, სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

6.      რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ).

სტიპენდიების მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა, მიმდინარე წლის 19 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნოთ ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი (იხ. დანართი)

დიმიტრი არზაყან ემუხვარის სტიპენდიის მინიჭების წესი (იხ. დანართი)

თარიღი: 18/06/2026